თამარ კერვალიშვილიTamar Kervalishvili
ხელმძღვანელიHead of the ensemble2005 წლიდან ანსამბლის ქორეოგრაფი; ყოფილი მოცეკვავე-მსახიობი და რეპეტიტორი.Choreographer of the ensemble since 2005; former dancer-performer and rehearsal director.
აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „ხორუმის“ შექმნისა და მოღვაწეობის ისტორია The story of the founding and the journey of the Adjara Folk Dance State Academic Ensemble “Khorumi”
ქართული ცეკვა დღეს ქართული იდენტობის ნაწილად ითვლება და ეროვნული სიამაყეა; ხშირად ქართულ ცეკვასა და პატრიოტიზმს შორისაც ავლებენ პარალელებს. სწორედ ანსამბლ „ხორუმის“ უდიდესი დამსახურებაა, რომ დღეს აჭარაში თანამედროვე ახალგაზრდებსა და ბავშვებს ცეკვისადმი სურვილი და ინტერესი უჩნდებათ.
Today Georgian dance is regarded as part of the Georgian identity and a source of national pride; parallels are often drawn between Georgian dance and patriotism. It is largely thanks to Ensemble Khorumi that young people and children in Adjara today feel a desire and passion for dance.
ყველაფერი ცეკვის უსაზღვრო სიყვარულიდან და თემურ ბიბილეიშვილის ოცნებიდან დაიწყო — შეექმნა ქართული ცეკვის ანსამბლი. ანსამბლი 2000 წელს დაარსდა. თავდაპირველად მასში 80-მდე გოგო-ბიჭი იყო გაერთიანებული.
It all began with a boundless love of dance and Temur Bibileishvili's dream of creating a Georgian dance ensemble. The ensemble was founded in 2000, initially uniting about 80 young women and men.
ახლადდაარსებულმა ანსამბლმა პირველი სერიოზული განაცხადი 2005 წელს გააკეთა, როდესაც ის პირველად წარსდგა მაყურებლის წინაშე ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. კონცერტს საოცარი გამოხმაურება მოჰყვა როგორც მაყურებლის, ისე ქორეოგრაფიის სფეროში მოღვაწე ადამიანებისგან — ფრიდონ სულაბერიძე, ომარ მხეიძე, რევაზ ჭანიშვილი, რეზო ჭოხონელიძე, თენგიზ უთმელიძე. მათ ანსამბლს უდიდესი წარმატება უწინასწარმეტყველეს.
The young ensemble made its first serious statement in 2005, when it appeared before an audience for the first time at the Ilia Chavchavadze State Drama Theatre in Batumi. The concert drew a remarkable response from the audience and from leading figures in choreography — Pridon Sulaberidze, Omar Mkheidze, Revaz Chanishvili, Rezo Chokhonelidze and Tengiz Utmelidze — who predicted a great future for the ensemble.
„რა გზა გავიარეთ, საიდან დავიწყეთ და სად მოვედით...“ “The road we have travelled — where we began, and where we have arrived...”
2005 წლიდან დღემდე ანსამბლი არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის გამარჯვებულია. წარმოუდგენლად დიდი შრომის საფუძველზე ანსამბლმა შეძლო და უმაღლესი ჯილდოები — გრან-პრი მოიპოვა იტალიაში (კასტროვილარე, აგრიჯენტო — 2010), რუმინეთში (ბუქარესტი — 2013), კორეაში (სეული — 2015) და თურქეთში (ბურსა — 2019).
Since 2005 the ensemble has won numerous local and international competitions and festivals. Through extraordinary hard work it has earned the highest awards — the Grand Prix — in Italy (Castrovillari and Agrigento, 2010), Romania (Bucharest, 2013), Korea (Seoul, 2015) and Turkey (Bursa, 2019).
ქართული ცეკვის სრულყოფილებას, ქართულ ქორეოგრაფიას ანსამბლ „ხორუმის“ მეშვეობით 100 მილიონამდე მსოფლიოს მაყურებელი ეზიარა. მაყურებელი არ მალავდა აღფრთოვანებას — ხშირ შემთხვევაში სცენაზე ასვლითა და უწყვეტი ტაშით ბისზე გამოსვლას ითხოვდა. დარბაზები მაყურებლით იყო გადაჭედილი, რაც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს ანსამბლის პროფესიონალიზმს.
Through Ensemble Khorumi, nearly 100 million viewers around the world have experienced the perfection of Georgian dance and choreography. Audiences never hid their delight — often climbing onto the stage and calling for encores with unending applause. Packed halls confirmed, time and again, the ensemble's professionalism.
2015 წელს ანსამბლ „ხორუმში“ დაიდგა ქართული ქორეოგრაფიის „საგანძური“.
In 2015, Ensemble Khorumi staged “Sagandzuri” — a treasury of Georgian choreography.
2019 წლის 1 მაისს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში განხორციელდა ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების „სტუმარ-მასპინძლის“ მიხედვით დადგმული ქორეოგრაფიული კომპოზიცია. ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ქართული ცეკვის მეშვეობით ამ უდიდესი ნაწარმოების შინაარსი გადმოიცა. ანსამბლის შემოქმედებითმა ჯგუფმა, მთავარი ქორეოგრაფის თემურ ბიბილეიშვილის ხელმძღვანელობით, შეძლო შეუძლებელი.
On May 1, 2019, the Batumi State Music Centre hosted the premiere of a choreographic composition based on Vazha-Pshavela's “Host and Guest”. It was the first time the story of this great work had been told through Georgian dance. Led by chief choreographer Temur Bibileishvili, the ensemble's creative team achieved the impossible.
ეს იყო ქართული გენის, ქართული სულის ზეიმი.
It was a celebration of Georgian heritage — of the Georgian soul.
თემურ ბიბილეიშვილის ინიციატივით; 80-მდე მოცეკვავე.On the initiative of Temur Bibileishvili, with about 80 dancers.
ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი.Ilia Chavchavadze State Drama Theatre, Batumi.
სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი — თემურ ბიბილეიშვილი; ადმინისტრატორი (მოადგილე) — ლილი ვარშანიძე; ქორეოგრაფები — თორნიკე დოლიძე, თამარ კერვალიშვილი.Artistic director and director — Temur Bibileishvili; administrator (deputy) — Lili Varshanidze; choreographers — Tornike Dolidze and Tamar Kervalishvili.
ქართული ქორეოგრაფიის საგანძურის დადგმა.Staging of a treasury of Georgian choreography.
პრემიერა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, 1 მაისი.Premiere at the Batumi State Music Centre, May 1.
1 მაისს, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით.Granted on May 1 by decision of the Adjara Ministry of Education, Culture and Sports.
ანსამბლს სათავეში თამარ კერვალიშვილი ჩაუდგა.Tamar Kervalishvili becomes head of the ensemble.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ქვეყნებისა, სადაც ანსამბლს საოცარი ემოციით ხვდებოდნენ და უწყვეტი ტაშით აჯილდოებდნენ. This is only a short list of the countries where the ensemble was welcomed with deep emotion and rewarded with endless applause.
ადამიანები, რომლებიც დაუღალავად შრომობენ ანსამბლის წარმატებისთვის. The people who work tirelessly for the ensemble's success.
2005 წლიდან ანსამბლის ქორეოგრაფი; ყოფილი მოცეკვავე-მსახიობი და რეპეტიტორი.Choreographer of the ensemble since 2005; former dancer-performer and rehearsal director.
ანსამბლის დამფუძნებელი და მთავარი ქორეოგრაფი; 2010 წლიდან სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი.Founder and chief choreographer; artistic director and director from 2010.
ადმინისტრატორი (მოადგილე) 2010 წლიდან.Administrator (deputy) since 2010.
ანსამბლის ქორეოგრაფი 2010 წლიდან.Choreographer of the ensemble since 2010.